სალივანი - რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიჭრას

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ წუთს შეიჭრას.

იგი უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს სასწრაფოდ 24-48 საათის განმავლობში დატოვონ ქვეყანა.

მისი თქმით, რუსეთის შეტევის გაგრძელების შემთხვევაში  ომი შეიძლება წარიმართოს საჰაერო დაბომბვვებით და სარაკეტო დარტყმებით, რომელმაც შეიძლება დახოცოს მშვიდობიანი მოქალაქები ეროვნების განურჩევლად.

სალივანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთს პრეზიდენტს უკვე გაცემული აქვს შეტევის დაწყების ბრძანებს, თუმცა ამბობს, რომ ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს – „როგორც ოლიმპიადის დასრულებისას, ისე მისი მიმდინარეობისას”.