სალხინოს მამათა მონასტრიდან სასულიერო პირები პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა

პუბლიკა

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში დილიდან ხმაურია. გავრცელებული ინფორმაციით, დილის 6 საათზე  პოლიციამ სასულიერო პირები ძალის გამოყენებით გაიყვანა სალხინოს მამათა მონასტრიდან.

საუბარია 15-მდე სასულიერო პირზე, რომლებიც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, თანამდებობებიდან მარტი-აპრილის თვეში გადააყენა, სექტემბერში კი, სრულად განკვეთა ეკლესიიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილია 5 სასულიერო პირი. გადაყვანის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ადგილობრივების ცნობით, მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ამ წუთებში სალხინოს მამათა მონასტერში წირვას ატარებს.

ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირები და მრევლი. ტერიტორიას სამართალდამცველები იცავენ.