სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად – სალომე ზურაბიშვილი

პუბლიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო დიასპორის კონფერენციაზე დასასწრებად მისულ პრეზიდენტს სასტუმრო „ბილტიმორთან“ მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტები შეძახილებით და პლაკატებით დახვდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ფეხით სიარულს გააგრძელებს და ყველგან მივა, იქნება ეს სალობიე, თუ  თავშეყრის სხვა ადგილი.

„არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა.  დავდივარ ქუჩაში, დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს დიდი დოზით და დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა რაღაც ხუთკაციანი გამოსვლები. სადაც საჭიროა სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა“, – განცხადა ზურაბიშვილმა.