სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

„მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. ვარ თვითიზოლაციაში”, – წერს ის.


გუშინ, 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას.

კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს.

თვითიზოლაციაში იმყოფება განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. მინისტრის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.