სალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონს ხვდება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს ხვდება.

პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე შეხვედრას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. საქართველოში ევროკავშირის ოფისის ცნობით, დანიელსონი  შეხვდება ყველა პარტიის ლიდერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს 14 მარტს დატოვებს.