საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მასთან „მივიდა გზავნილები ივანიშვილის საყრდენი ბიზნესწრეებიდან“.
ეს მან „ფორმულასთან“ ინტერვიუში თქვა მიუნხენის კონფერენციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად – გიორგი თარგამაძემ ზურაბიშვილს ჰკითხა, იყო თუ არა ევროპული ქვეყნების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან ლაპარაკის თემა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მისი ხელშემწყობი ბიზნესმენებისთვის სანქციების დაწესება.
„ბრიტანელებს ვერ შევხვდი ამჯერად. მაგრამ ვაპირებ, ბრიტანეთის პარლამენტის მიერ უნდა ვიყო მიწვეული. უნდა მქონდეს მათთან შეხვედრები […].
კი, როგორ არ იყო სანქციებზე საუბარი. ძირითადად მეკითხებოდნენ, რამდენად არის ეფექტიანი. ჩემთან უკვე მოვიდა უკვე რამდენიმე გზავნილი ბიზნესწრეებიდან, რომლებსაც ვთვლით, რომ არიან პირველი წრე, ივანიშვილის პირველის საყრდენი — „ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათ და ა.შ.“.
ჩემთან თუ მოვიდა, ეს არის იმისთვის, რომ იქ იყოს ნათქვამი. ძალიან საინტერესოა, ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციები მუშაობს, თუნდაც როცა არ არის დაწესებული. ყველას კარგად ესმის და პირველ რიგში იმას, თუ ვინც არის ბიზნესში ჩართული, თუ რამდენი რამ არის დასაკარგი ამ სანქციებით. ასე რომ, ეს წნეხი მოქმედებს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მე-5 პრეზიდენტმა ასევე ახსენა საზოგადოებრივი ფონდის შექმნა.
„უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი ფონდი, რათა საჯარო მოხელეები და პატიმრები დაცული იყვნენ… მინდა, მივიდეთ ბიზნესთან და ვუთხრათ, რას ველოდებით მათგან“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.