საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა.
„ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა, თუ როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მე ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი მონდომება ამ ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერში.
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სტრუქტურებში, რამდენიმე დღეა, შეხვედრებს მართავს.
14 მარტს ის შეხვდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსაც.
„სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ, ასევე მივესალმე მის როლს საქართველოს ხალხის მისწრაფებების წინსვლაში.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან გაშვებული არ უნდა იყოს.
რეფორმებზე პროგრესი გადამწვეტია“, – დაწერა მიშელმა შეხვედრის შემდეგ.