სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე.

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის“, – ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.