სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ესაუბრა

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ადმინისტრაცია საუბრის თემის და სხვა დეტალების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

შტაინმაიერის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილთან საუბარში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამჭვირვალე და სრული გადახედვისკენ მოუწოდა.