სალომე ზურაბიშვილი ისლანდიასა და მექსიკაში ქალ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის და მექსიკის ახლადარჩეულ ქალ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა მილოცვის პოსტები.

მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი გახდა.

„ამ მღელვარე დროში, შთამაგონებელია სხვა ქალი ლიდერის ნახვა. მოუთმენლად ველი ერთად მუშაობას საქართველოსა და მექსიკის ურთიერთობების გასაძლიერებლად!”, – დაწერა ზურაბიშვილმა.


ისლანდიაში კი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა.

სალომე ზურაბიშვილმა მასაც მიულცოა პრეზიდენტად არჩევა და დაწერა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის და საერთო ღირებულებების გასაძლიერებლად მუშაობას ელოდება.