სალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონს ვახშამზე უმასპინძლებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ვახშამზე უმასპინძლებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვახშამი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზე შედგება და მას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ევროკავშირის საელჩოს შენობა სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მთელი დღის განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ დღეს საელჩოს შენობაში პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებთან შეხვედრები გაიმართებოდა. სავარაუდოდ დღეს შეხვედრები აღარ გაიმართება.