დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ საარჩვნო სისტემაში ცვლილებებზე შეთანხმდნენ და საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს.
ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი.
“მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია.” – წერს ზურაბიშვილი.