საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR-ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.