საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს.
„პრეზიდენტი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას, რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.
შეხევედრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვლივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.