სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ბალტიის რეგიონში გაემგზავრა

პუბლიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა. ზურაბიშვილი ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის  სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.