თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ეყოლება თუ არა საქართველოს კოალიციური მთავრობა, ეს სალომე ზურაბიშვილის ან მისი გადასაწყვეტი არ არის.
„სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარგულ გამოცემა ,,კვირის ჟურნალთან” (JDD) ინტერვიუში ისაუბრა. თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.