მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს:
„გეგმა ახალი არჩევნები 1. არჩევნების პირობების დაწესება 2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება 3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა 4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის 5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა – „ქართული ქარტია“ და მისი პრიოტიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რუსული კანონის გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა“, – წერია ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.