სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა საფრანგეთში არაფორმალური შეხვედრა გამართეს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საფრანგეთში არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე ერთი საათის წინ გავრცელდა.

პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

გუშინ, 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.