სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა - კარასინი

პუბლიკა

საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელი და რუსეთის საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ირწმუნება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკაში ყოფნისას მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა.

„სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა. იქ ითხოვენ, რომ საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში – შეძლებს თუ არა თბილისი გამოიჩინოს სიმტკიცე, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა“, – წერს კარასინი.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტით, 5 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია და ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრო.