სამ და მეტშვილიან უსახლკარო ოჯახებს შევუძენთ ბინებს - პრემიერი

პუბლიკა

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მდევნო წელს დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი იქნებიან  უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახები.

„ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, სამი შვილი და მეტი ვისაც ჰყავს, უსახლკარო ან გაუსაძლის პირობებში, ასე ვთქვათ, მცხოვრებლებს, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი არის დაახლოებით 1000-მდე ოჯახი, ვისაც 3 შვილი და მეტი ჰყავს და არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1000-მდე ასეთი ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება ორწლიანი პროგრამა მაქსიმუმ”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამა დაიწყება გაისად და დაახლოებით ჯამურად 50 მილიონი ლარი დაიხარჯება – 25 მილიონი ლარი 2024 წელს და მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს.