სამართალდამცველებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გაიმართოს ბიუროს სხდომა – მამუკა მდინარაძე

პუბლიკა

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბლოკირება უნდა შეწყდეს, პარლამენტის მუშაობას ხელი არ უნდა შეეშალოს და დღეს 3 საათზე დაგეგმილი ბიუროს სხდომის გამართვა უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავებმა.

„თავად იციან, რომ „გერმანული მოდელი“ არაკონსტიტუციურია და არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას. ამ მოთხოვნების დაყენება  ნიშნავს, რომ მოწოდებულები არიან პროვოკაციებისკენ. არც ერთი მოთხოვნა არ დაყენებულა, რომელიც შეესაბამებოდა კონსტიტუციას. თავიდანვე ჩანდა მიზანი. მე ვფიქრობ, პარლამენტის ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სამრთალდამცველებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გაიმართოს ბიუროს სხდომა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.