„სამართალმა პური უნდა ჭამოს!”, – დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა. საქალაქო სასამართლო ანა დოლიძის სარჩელს განიხილავს, რომელიც შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული ხარვეზებს შეეხება.
„მე ამათ მოვუტანე შოთის პური, როგორც იმის სიმბოლო, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემის ყველა მოსამართლემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს და თამარ ჟვანია კრიმინალმაც, რომ საბოლოო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. ჩვენ გავასაჩივრეთ საოლქოს ყველა ოქმი, რადგან საოლქომ ვერ გაბედა და ვერ გაგვიხსნა დიდუბე-ჩუღურეთში ვერც ერთი ყუთი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ იქ იმალება ისეთი ჭუჭყი, რომელსაც შეუძლია, მთლიანად წალეკოს ეს ქვეყანა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე სისტემა და თამარ ჟვანიასნაირი თაღლითები არ დაინახავენ, რომ მშიერი სამართალი საბოლოო ჯამში პურს აუცილებლად იგემებს. გავასაჩივრეთ 11 ოქმი, დანარჩენ 40-ს ორშაბათს გავასაჩივრებთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.