საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა, რაც უმსხვერპლოდ არ გახსნილა. მისი თქმით, საქართველოს ევროპასთან საერთო ფასეულებები აკავშირებს და ეს საერთო ფასეულობები ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს. პრეზიდენტის თქმით ეს არის 4 მთავრი პრინციპი:
სამართლიანი სასამართლო; შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება; ქრისტიანობა, რომელიც სამყაროს ცენტრში ადამიანს მოიაზრებს და მისი თქმით, როდესაც ადამიანს ახსენებს, გულისხომბს ქალს, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე დღის წესრიგში დგას და მეოთხე – ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის თავიდან ასაცილებლად.
1) სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.
2) ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა – შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.
3) ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.
4) დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავი“-ს და „დარბაზი“-ს სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა“, – თქვა მან.
პრეზიდენტის თქმით, ამ ღირებულებების დაცვა ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული და საკუთარ თავთან დაბრუნებაა. პრეზიდენტის განცხადებით, შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა.