არასამთავრობო ორგანიზაცია „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს სათანადოდ აღჭურვილ პოლიპროფილურ კლინიკაში.
ორგანიზაცია და განცხადების ხელმომწერები ასევე მოითხოვენ, რომ ტრანსპორტირების და შემდგომი მკურნალობის პროცესის უსაფრთხოება უზრუნველყონ ძალოვანმა სტრუქტურებმა. ხელმომწერები ასევე მოუწოდებენ ყველას, ნუ გარევენ ექიმებს პოლიტიკაში, მიეცეთ საშუალება ექიმებს, რომ თავიანთი საქმე აკეთეონ.
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, როგორც კონსილიუმის წევრ ექიმებს, ასევე ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც ფაქტობრივად ცარიელი ხელებით უწევთ ძალიან რთული სიტუაციის მართვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები:
1. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” – არჩილ ჩხოტუა
2. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” – თენგიზ ასათიანი
3. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” – ნიკოლოზ კინტრაია
4. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი, ზაზა ლაზარაშვილი
5. აიპ “ალიანსი კიბოს წინააღმდეგ” – მიხეილ ჯანჯალია
6. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” – გიორგი ჩახუნაშვილი
7. აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება” – ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი
8. საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია კახაბერ ეცადაშვილი
9. საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია
10. ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი – მარინა შიხაშვილი
11. აიპ “ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება” – მარიკა ალფაიძე
12. ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაცია – ლუიზა გაბუნია.
13. ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა
14. საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია- დავით აბულაძე
15. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე
16. ალიანსი “ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა. ” ლიანა სირაძე