პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტზე გამოძიება შეწყდა, – როგორც „პუბლიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებული 3 წლით ქვიტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანონ, რაც ავტომატურად სისიხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას გულისხმობს.
მცირეწლოვანი 27 აგვისტოს, თბილისში, პეკინის გამზირზე გამვლელმა დაჭრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.