სამედიცინო პერსონალის 46% აცრილია - გამყრელიძე

პუბლიკა

„ 46% სამედიცინო პერსონალის, სადაც შედის ექიმი, ექთანი, სანიტარი და ასევე საემედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული ადმინისტრაცია, ამ ადამიანების 46% არის დღეს აცრილი და მათ შორის უმეტესობა არიან ექიმები (64%)“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, ყველაზე დაზიანებული ამ პანდემიის პირობებში არის სამედიცინო პერსონალი, დღესაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო და სოლიდარობა გამოვუცხადო. 33% ჩემი კოლეგებისა დაინციფირდა ამ პერიოდში და გავქვს 80-მდე სამედიცინო პერსონალის გარდაცვალება.

რაც შეხება პედაგოგებს, 24-დან 30%-მდე რეგიონების მიხედვით არის აცრის მაჩვენებელი, რომელიც არ არის ცუდი, ეს საერთო აცრის მაჩვენებელზე ბევრად მეტია, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი და ამიტომ იყო ამ 2 თვის წინ ჩვენი მხრიდან ასეთი ინიციატივა გამოცხადებული რომ შევქმნათ უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულებები, უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები, სადაც 80% პედაგოგების ან პროფესორ-მასწავლებლების იქნებიან აცრილები“,- განაცხადა გამყრელიძემ.