სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო

პუბლიკა

მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საკითხის შესწავლა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო.

ამის შესახებ „პუბლიკას“ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში მიაწოდეს. მათი ცნობით, შესწავლა გუშინვე დაიწყო.


გუშინ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ქირურგიული ოპერაციისას 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ექიმების შეცდომა იყო.

უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამედიცინო დირექტორის ამბროსი პერტიას თქმით, ბავშვის მდგომარეობა ანესთეზიის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში გართულდა და გული გაუჩერდა, მაგრამ სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.