საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა და სამედიცინო სექტორში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
„სამწუხაროდ, გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანაშრომელი არის ინფიცირებული და ეს ყველა იმ სხვა მოცემულობასთან ერთად გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების აუცილებლობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, ამ ვითარების გამო, მთავრობამ რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. „ცხადდება, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი“, – თქვა გახარიამ.