სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პუბლიკა

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  ქალმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – 1983 წელს დაბადებულ ქალს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა ნ.ხ.-მ 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.  პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც  15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.