სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულების სახლი დაწვეს

პუბლიკა

სამეგრელოში, ერთ-ერთ სოფელში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულების სახლი, სავარაუდოდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაწვა. როგორც მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე წუთში მთლიანად დაიწვა.

ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ეუბნება, რომ მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ სახლში მცხოვრები მამა-შვილი ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, მოსახლეობამ სახლი დაწვა.

გაუპატიურებაში ბრალდებულები გუშინ დააკავეს. როგორც მედიასთან სოფლის მოსახლეობა ამბობს, ბრალდებულები გუშინ ღამე სახლიდან პოლიციამ წაიყვანა. მას შემდეგ სახლს პოლიცია იცავდა, თუმცა დღეს, ცოტა ხნის წინ მათ მაინც მოახერხეს სახლის დაწვა.

სამართალდამცველებმა სქესობრივი დანაშაულის საქმეზე 65 და 36 წლის კაცები დააკავეს. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მეტი დეტალის გარკვევას ცდილობს. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.