სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალი მკვდარი იპოვეს.
ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და ოჯახში ძალადობაზე საუბრობენ.
გარდაცვლილის ძმა „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ცხედარს დაზინაბები აღენიშნება: „მოსაზრება ეგეთი არის რომ თავი ჩამოიხრჩო მარა, თავი ჩამომხრჩვალი არა აქვს, მოკლეს და ჩამოკიდეს … ურთიერთშელაპარაკება ჰქონიათ, ანუ მოსდევდა საცემად, დანითაც მოსდევდა, შევიდა მეზობელთან, არ შეიფარა მეზობელმა და ჩამოიხრჩო თავი, მარა მოკლული არის და ჩამოკიდეს. თავზე აქვს ჩალურჯება , უკან ზურგზე ჩანარტყამი არის“.
შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. „მთავარის“ ინფორმაციით, გარდაცლილის ქმარი მიიმალა და მას პოლიცია ეძებს. შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე დამატებითი დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.