სამეგრელოში მოხუცი ქალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ კი ფული წაართვეს.
ტელეკომპანია „პირველთან“ დაზარალებულის შვილი ჰყვება, რომ ქალი სასტიკადაა ნაცემი. წაღებულია თანხა.
„დააუთოვეს და შემდეგ „გასკოჩეს”. – ძალიან ცოტა თანხა ჰქონდა. დამატებით კიდევ ეძებდნენ. თანხა კიდე თუ გაქვს, გამოიტანეო და ურტყამდნენ სულ“, – ამბობს ის.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ყაჩაღობას გულისხმობს.