სამეგრელოში, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით კაცი დააკავეს - შსს

პუბლიკა

სამეგრელოში მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალი მკვდარი გუშინ იპოვეს.

ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდათ და ოჯახში ძალადობაზე საუბრობდნენ.

გარდაცვლილის ძმა  „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ცხედარს დაზინაბები აღენიშნება: „მოსაზრება ეგეთი არის რომ თავი ჩამოიხრჩო მარა, თავი ჩამომხრჩვალი არა აქვს, მოკლეს და ჩამოკიდეს … ურთიერთშელაპარაკება ჰქონიათ, ანუ მოსდევდა საცემად, დანითაც მოსდევდა, შევიდა მეზობელთან, არ შეიფარა მეზობელმა და ჩამოიხრჩო თავი, მარა მოკლული არის და ჩამოკიდეს. თავზე აქვს ჩალურჯება , უკან ზურგზე ჩანარტყამი არის“.