შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 65 წლის მამაკაცი დააკავეს.
როგორც „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 10-დან 13 წლამდე.