„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, სამგონის ოლქში 49-ე საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან კრიმინალები, რომლებიც ამომრჩეველზე ზეწოლას ცდილობენ, შეურაცყოფას აყენებენ ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებს. როგორც მან ტვ „პირველთან“ საუბრისას განაცხადა, პოლიცია შესაბამის რეაგირებას არ ახდენს.
„საარჩევნო უბნებზე ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას. მეგობრებო, მშვიდად, წყნარად თქვენს ხმას გარანტირებულად დავიცავთ, არ მივცემთ ამ მოკრიმინალო ხალხს ამის უფლებას“, – ამბობს ხაბეიშვილი.
„აქ მუშობდნენ ჩვენი დამკვირვებლები და ჟურნლაისტები, რომლებზეც იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მოვარდნენ. მანქანებზე არის გაკრული სუბარის პლაკატები, ეს კანონით დასჯადია. მაქსიმალურად ცდილობდნენ შეურაცხყოფას, გინებას. ამათ არჩევნები წაგეული აქვთ და ამიტომ მიდიან ამ ყველაფერზე“, – აცხადებს ტვ „პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.
ტვ „პირველის“ კადრებში ჩანს, რომ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი ჟურნალისტებს გადაღების საშაულებას არ აძლევს.