ცესკომ მაჟორიტარული ოლქების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ დროისთვის დათვლილია უბნების 33.45%.
სამგორში ამ დროისთვის სოზარ სუბარი („ქართული ოცნება”) ლიდერობს – 46.32%-ით, ლევან ხაბეიშვილს (ენმ – „ძალა ერთობაშია”) კი 38.9% აქვს.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით ჯერ პატარა უბნებია დათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა უბნების დამატება მოცემულ შედეგებზე გავლენას იქონიებს.