სამგორში ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, ვაგონი საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 14 ეკიპაჟია მობილიზებული.
ხანძრის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს რკინიგზა, სადაც აღნიშნულია, რომ შემთხვევა საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში მოხდა, თუმცა „ფინანური ზარალი უმნიშვნელოა“.
„აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.