სამი ახალი შემთხვევიდან ორის წყარო ინგლისს უკავშირდება - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 3 შემთხვევებიდან 2 ახალი შემთხვევა ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა და ეს შემთხვევები ინგლისის კლასტერთან არის დაკავშირებული. დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით 100 ადამიანია ინფიცირებული.

„დღეს დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან ორზე მაქვს ინფორმაცია, მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს. ამ ორი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არაა. დღეს დასრულდა მათი კვლევები, ჩატარდება რადიოლოგიური კვლევები და ხვალ მოგახსენებთ, არის თუ არა ფილტვის ანთება. ამ ორი დამატებული პაციენტით 31 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ცენტრში. ჯამში საერთოდ 49 დადასტურებულმა შემთხვევამ გაიარა ჩვენს ცენტრში და 17-მა დატოვა კლინიკა”, – განაცხადა მედიასთან მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, მედიკოსის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მას არ აქვს და ინფიცირებული მათი კლინიკის თანამშრომელი არაა.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; მათ შორის ორის მდგომარეობა – კრიტიკული.