სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი ახალი კოვიდინფექციის დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. მისი თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვვების ყველა წყარო ცნობილია, ისინი არიან კოვიდინფიცირებული პაციენტების კონტაქტები ან საკარანტინო სივრცეში მყოფი ადამიანები.

„ბოლო 10 დღის განმავლობაში აღინიშნება ახალი დადასტურებული შემთხვევების კლება, გუშინ გვყავდა 623 და მხოლოდ 3 ახალი დაგვემატა, გამოჯანმრთლებულების რაოდენობაც საკმაოდ კარგია, სულ 297, ამ მონაცემებს თუ შევაჯერებთ კლინიკებში სამკურნალოდ რჩება სულ 319 პაციენტი ამ ეტაპზე, 10 კოვიდის ცენტრში.

ჩვენს ცენტრში გვიწევს 42 პაციენტი, 1 არის შესაძლო შემთხვევა, 41 – დადასტურებული. ჩვენთან კვლავ არ შემოსულა ახალი დასატურებული შემთხვევით პაციენტი, სიტუაცია უცვლელია, გვყავს ერთი კრიტიკული და ერთი მძიმე პაციენტი, ორივესთან იმ სიმძიმის განმსაზღვრელი არის თანმდევი დაავადებები. ჩვენს ცენტრში დღეს 3 გამოჯანმრთელდა, სულ – 85“, – უთხრა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.