სამი კოალიცია ელენე ხოშტარიას ადმინისტრაციულ დაკავებასა და დაკავების შემდეგ მის მიმართ სამართალდამცველების მოპყრობას საერთო განცხადებით ეხმაურება.
„ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს.
პოლიცია, რომელიც ხალხის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცა რეჟიმის სასჯელის იარაღად – ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა.
როდესაც საზოგადოებამ ივანიშვილის ამ საშინელ ქმედებას მწვავედ უპასუხა, რეჟიმმა შეთითხნა ახალი სიბინძურე ელენეს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი შიშში ცხოვრობს და ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ყველანაირ უღირს მეთოდს იყენებს.
სრული სოლიდარობა ელენეს! ელენე თავისუფალია! რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას!”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს:
„კოალიცია ცვლილებებისთვის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, „ძლიერი საქართველო”.