სამი მუშკეტერი არა, მაგრამ დარტანიანი ვიცი, ვინც არის – გამყრელიძე

პუბლიკა

„რადიო თავისუფლებამ“ ამირან გამყრელიძეს BBC-ის მიერ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლაზე მომზადებული მასალის შესახებ ჰკითხა, სადაც ის, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე სამ მუშკეტერს არიან შედარებულნი.

„მართლაც თვლით თუ არა თავს 3 მუშკეტერად და თუ კი, რომელ მათგანთან ხედავთ მსგავსებას.“ – ასე ჟღერდა „რადიო თავისუფლების“ შეკითხვა, რაზეც პაატა იმნაძეს ჩაეღიმა და თქვა, რომ მას უფრო მოსწონს დევიზი – „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის.“

ამირან გამყრელიძემ კითხვის ავტორს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს მისი ბავშვობის  საყვარელი წიგნია.

„ჩვენ რომლები ვართ, არ ვიცი, მაგრამ დარტანიანი ვიცი, ვინც არის, მეოთხე.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, მისივე თქმით, ნახევრად ხუმრობით.