სამი თვეში საქონლის ექსპორტი 5.6%-ით, ხოლო იმპორტი 1.4%-ით შემცირდა - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.7 %-ით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, 5.9%-ით ნაკლები, ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარი – 1.4%-ით ნაკლები. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მარტში 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9% შეადგინა.