საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ნაკლებს მოიხმარენ ყოველთვიურად, სამი თვე კომუნალურ გადასახადებს დაუფინანსებს.
„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში მთავრობა სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს. რა თქმა უნდა, აქ შედის დასუფთავებისა და წყლის გადასახადიც“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.