სამინისტრო: ნორიოს საწვრთნელ არეალში, NATO-ს სწავლების დროს ორი ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაშავდა

პუბლიკა

ნორიოს საწვრთნელ არეალში, NATO-ს სწავლების დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა, ისინი „ღუდუშაურის კლინიკაში“ გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

წვრთნისას ავტომობილი გადაბრუნდა და სამხედროებმა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს, გამოკვლევისთვის კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარატვენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.