სამინისტრო სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს სწავლას 50%-ით დაუფინანსდებათ

პუბლიკა

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დამატებით სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას” მიიღებენ.

„განათლება თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ განათლებული და მაღალი კვალიფიკაციის სამხედრო ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ და თანამედროვე თავდაცვის ძალებს, რაც ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ სახელმწიფოს.”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.