თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი, მამუკა მელაძე უწყების ერთ-ერთ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები”- ნათქვამია განცხადებაში.