სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება - განათლების სამინისტროს განცხადება

პუბლიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

„სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

„სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება”. – აცხადებს სამინისტრო.