აქტივისტმა სამაირა ბაირამოვამ, მარნეულში პრორუსული პარტიის, კონსერვატორების ოფისის შენობაზე ანტისაოკუპაციო მასალები გააკრა.
„ვიწყებ მათთავის ცნობიერების ამაღლების კურსს”, ამბობს ვიდეოში ბაირამოვა, რომელიც მან თავად გადაიღო და გაავრცელა.
„გახსოვდეთ აგვისტოს ომი”, „რუსეთი ოკუპანტია”, „პუტინი მკვლელია”, ამ შინაარსის ტრანსფარანტები გააკრა ბაირამოვამ ალტ-ინფოს პარტიის ოფისზე.
შეგახსენებთ, რომ სამირა ბაირამოვას განცხადებით მას „ალტ-ინფოს” წევრები ემუქრებიან, საქმეზე გამოძიებაც არის დაწყებული.