სამირა ბაირამოვას, რომელიც „შინ ევროპისკენ!“ ფარგლებში მოქალაქეებს ხვდებოდა სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

დღეს მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა კამპანიის  – „შინ ევროპისკენ!“ ფარგლებში მოქალაქეებს ხვდებოდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მისთვის ხელის შეშლა სცადეს. ისინი ბაირამოვას ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ, უყვიროდნენ, ლანძღავდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, კამპანიის შეწყვეტისა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

ინფორმაცია ბაირამოვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ის წერს, ადამიანები, რომლებიც სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მარნეულის მერიის თანამშრომლები და „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები იყვნენ. ამ ინცინდენტის ამსახველ კადრებს  პირდაპირ ეთერში ფეისბუკზე გადასცემდა რადიო „მარნეული“.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.