ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდინფექციის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ყველა მათგანი საკარანტინო სივრციდანაა.
„ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ თითქმის ორჯერ გადააჭარბა ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 399-ით მეტია გამოჯანმრთლებული პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ცენტრში ამჟამად 34 პაციენტი ჰყავთ. 3 პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე, თუმცა ეზუგბაია ამბობს, რომ მათთან შეინიშნება მდგომარეობის მცირედი გაუმჯობესება.
დილის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფექციის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 735
- აქედან გამოჯანმრთელებული – 557
- გარდაცვლილი – 12
- კარანტინის რეჟიმში – 3076
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3